მარიუპოლში ორსული გარდაიცვალა, რომელიც რუსი დამპყრობლების ავიადარტყმის დროს სამშობიაროში იმყოფებოდა. - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა, ასია დოლინამ Facebook-ზე დაწერა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ინფორმაციას ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკაც ადასტურებს, რომელმაც შემთხვევის დღეს ფოტორეპორტაჟი გააკეთა.
„პირველი ორსული გოგონა, ვიდეო/ფოტორეპორტაჟებით მარიუპოლის მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ადგილიდან (სამშობიარო), რომელიც საკაცით გადაიყვანეს, ვერ გადარჩა", - განაცხადა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც საავადმყოფოს დაბომბვის დროს დაზარალდა, მარიანა პოდგურსკაიამ, გოგონა გააჩინა.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press