ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„რაც შეეხება ბელაარუსის შეაირაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინაში ომთან დაკავშირებით: სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის სპეცრაზმი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს", - აცხადებენ გენშტაბში.
როგორც უკრაინული მედია წერს, 12 მარტს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის მონაწილეობის საფრთხე მაინც არსებობს.
13 მარტს უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავ იღებს ზომებს, რათა გააძლიეროს უკრაინის საზღვრის დაცვა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press