თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ალიანსი პასუხს გასცემს, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სალივანმა აღნიშნა, თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, ალიანსი სრული პასუხის გაცემისთვის მოემზადება.
„პრეზიდენტმა რამდენჯერმე ცხადად თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, ეს გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და NATO-ს ალიანსის სრული ძალებით პასუხს. თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ნატო-ს ალიანსი პასუხს გასცემს“, - განაცხადა სალივანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press