Foto

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - თუ რუსეთი თავს დაესხმება, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ალიანსი პასუხს გასცემს

თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ალიანსი პასუხს გასცემს, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სალივანმა აღნიშნა, თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, ალიანსი სრული პასუხის გაცემისთვის მოემზადება.

„პრეზიდენტმა რამდენჯერმე ცხადად თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, ეს გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და NATO-ს ალიანსის სრული ძალებით პასუხს. თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ნატო-ს ალიანსი პასუხს გასცემს“, - განაცხადა სალივანმა.