ნატო-ს შესვლა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბად იქცეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ გავაღრმავოთ კონფლიქტი - გარწმუნებთ, რუსეთი - ბირთვული ძალაა და ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ ეს კონფლიქტი გადაიქცა ნატო-ს კონფლიქტად რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ მივალთ მესამე მსოფლიო ომამდე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„მართალია, მას მეტი სურდა, თუმცა ევროკავშირის გაფართოება დელიკატური საკითხია, რომლის გარშემოც ყველა ევროპულ ქვეყანას არ აქვს ერთი აზრი. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ქვეყნები, რომლებთანაც უკვე დავიწყეთ გაწევრიანების პროცესი“, - დასძინა შარლ მიშელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press