Foto

ვიტალი კლიჩკო - კურენივკაში, რაკეტის ნამსხვრევები გზას დაეცა, დაიღუპა ერთი, დაშავდა ექვსი ადამიანი

კიევის მერი სოცოალურ ქსელში ობოლონში დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს დილით ობოლონში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი დაეჯახა. დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა 10 ადამიანი, შენობიდან დაახლოებით 70 მოსახლეა ევაკუირებული." - წერს ვიტალი კლიჩკო.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ კურენივკაში, გზაზე რაკეტის ნამსხვრევები დაეცა და დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა ექვსი.  სასწრაფო დახმარების მანქანამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

კიევის მერის ცნობით, დაზიანებულია მიმდებარე შენობები. ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ.