Foto

ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა

ჩინეთი აშშ-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ზე ვკითხულობთ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, ინფორმაციას, თითქოს რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა და ომში მხარდაჭერა სთხოვა სიმართლეს არ შეესაბამება.

ერთი დღით ადრე, რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა და ეკონომიკური დახმარება სთხოვა.

თეთრ სახლს ამ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამასთან, დღეს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი რომში ჩინელ დიპლომატს შეხვდება.