„ვისაც „მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის“ გეშინიათ, დაეხმარეთ უკრაინას, აიძულოს პუტინი მარცხში და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი სრულად უნდა იზოლირდეს და დაწესებული სანქციებიც კიდევ უნდა გამკაცრდეს.
„საზღვარგარეთ, მათთვის, ვისაც „მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის“ ეშინია. უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, რომ დაგვეხმაროთ ბრძოლაში. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი. რუსეთს კი, მეტი სანქციები და მისი სრული იზოლაცია. დაეხმარეთ უკრაინას, აიძულოს პუტინი მარცხში და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერ“-ზე.
დმიტრო კულებამ იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას რუსეთში ჯერ კიდევ აგრძელებენ, ბოიკოტისკენ მოუწოდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, გამართულ ბრიფინგზე კულებამ დასძინა, რომ რუსული გემებისა და ტვირთების გადატანა საერთაშორისო პორტებმაც უნდა აიკრძალონ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press