უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დღეს, უკვე შეჩერდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის ვირტუალური შეხვედრის პროცესში „ტექნიკური პაუზა“ იქნა მიღებული. მიზეზად კი, დამატებითი სამუშაოები და გარკვეული დეფინიციების დაზუსტება გამოცხადდა.
„ხვალამდე, მოლაპარაკებებში ტექნიკური პაუზაა მიღებული. სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისთვის და გარკვეული დეფინიციების დაზუსტებისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება...“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press