Foto

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს იჯარით უცხოური თვითმფრინავების რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის რუსული ავიახაზების მიერ იჯარით აღებული უცხოური თვითმფრინავების უფლებების რეგისტრაციას და მათზე რუსული ფრენისუნარიანობის სერტიფიკატების გაცემას.

ამბის შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზეა გამოქვეყნებული.

მიღებული ზომები რუსულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ საჰაერო ფლოტი და უცხოური თვითმფრინავები შიდა მარშრუტებზე მართონ. სერტიფიცირებაში ჩაერთვებიან სასერტიფიკაციო ცენტრები და ტესტირების ლაბორატორიები, რომელთა მოთხოვნებს შესაბამისი დეპარტამენტი განსაზღვრავს.

ამბავს რუსული მედია იუწყება.