„Pfizer-მა დაასკვნა, რომ ჩვენი მედიკამენტების რუსეთში მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება პირდაპირ არღვევს პაციენტის პრიორიტეტის დამფუძნებელ პრინციპს“, - ამის შესახებ აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer რუსეთში, ისეთი პროდუქციის შეტანას, როგორიცაა იბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები, არ შეწყვეტს, თუმცა ქვეყანაში მიღებულ მოგებას უკრაინაში, ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყენებენ.
„მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, გამოიწვევს პაციენტის მნიშვნელოვან ტანჯვას და სიცოცხლის პოტენციურ დაკარგვას, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში. თუმცა, რუსეთში მედიკამენტების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ბიზნესს“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press