უკრაინული მედიის თქმით, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცები რუსი მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებების შესასრულებლად უკვე მზად არიან.
არსებული ინფორმაციით, სირიაში დაქირავებულთა დასაქმების ცენტრები უკვე გაიხსნა, სადაც ბოლო დღეებში, ათასზე მეტი ადამიანი დაკომპლექტდა, 400-მდე კი უკვე რუსეთში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, სირიელი დაქირავებული მკვლელების განსახლებისა და წვრთნებისთვის, უკრაინის საზღვართან, როსტოვისა (რუსეთი) და გომელის (ბელარუსია) რეგიონებში, უკვე შეიქმნა ბანაკები.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით აკავებენ მტერს, აყენებენ მნიშვნელოვან ზარალს ადამიანურ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობას, არღვევენ მის პერსონალს როგორც საბრძოლო ზონებში, ასევე რეზერვის ფორმირების ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ სირიაში, დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრი გახსნა და მებრძოლების ლიბიიდან მომზადებაც ასევე დაიწყო.
„რუსეთი უცხოელ დაქირავებულებს გადაუხდის ყოველთვიურ ხელფასს 300-დან 600 დოლარამდე“, - დასძინა უკრაინულმა დაზვერვამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press