Foto

ეუთო-ს თავმჯდომარე რუსეთის დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე სახელმწიფო ტერორიზმს უწოდებს

მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმები სახელმწიფო ტერორიზმია. - ასე აფასებს ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმებს.

მისი თქმით, რუსული ჯარები საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ იარაღს იყენებენ.

ზბიგნევ რაუს თქმით, რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ეს არის სამწუხარო, სამარცხვინო და სახელმწიფო ტერორიზმის ტოლფასი. სკოლებს, საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებს რუსი ჯარისკაცები, მიზანმიმართულად აკრძალული იარაღით უტევენ ", - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მე-20 დღეა გრძელდება.