Foto

კიევში, ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად, კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა

კიევში რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.

კიევში, პოდოლსკის რაიონში, სათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი დღეს გამთენიისას მოხვდა. ცეცხლი პირველიდან მეხუთე სართულამდე გაჩნდა. 

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს და ერთი ადამიანი გადაარჩინეს, რომელიც ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია. 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.