საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დასაცავად სალომე ზურაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს გაერთიანებას სთავაზობს.
მისი თქმით, ის ამ პროცესში სასამართლოს მეგობრობის ინსტიტუტის გამოყენებას აპირებს.
"ჩვენ ვხედავთ კაპიტულანტური მთავრობის მცდელობას ყველა გააჩეროს და გააჩუმოს. ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთს საქართველო გადაუფორმონ და აი ამ ნოტარიულ აქტში ყველა უნდა იყოს გაჩუმებული.
სწორედ ამიტომ, მე გამოვიყენებ სასამართლოს მეგობრობის ინსტიტუტს და ჩამოვაყალიბებ ჩემს პოზიციას იმისთვის, რომ დავიცვათ კონტიტუცია. კარგი იქნება თუ პროცესს მიხეილ სააკაშვილიც შემოუერთდება და სამი პრეზიდენტი გაერთიანდება კონსტიტუციის დასაცავად. ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობა არ იქნას შერყვნილი ამ კოლაბორაციონისტი მთავრიბის მიერ." - განაცხადა გიორგი მარგევლაშვლმა.
ცნობისთვის, დღეს მმართველმა გუნდმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ბრალი კონსტიტუციის დარღვევაში დასდო.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press