რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში, სამშობიარო საავადმყოფო მთლიანად გაანადგურეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
სერგეი გაიდაის თქმით, ერთ-ერთმა პაციენტმა დაბომბვის გამო, სამშობიაროს სარდაფში იმშობიარა.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ რუბეჟანსკის მულტიდისციპლინურ საავადმყოფოს: სამშობიარო სახლი მთლიანად განადგურდა. უკანასკნელი მშობიარობა იქ 11 მარტს, 23:23 საათზე, სარდაფში ძლიერი დაბომბვის დროს მოხდა, დაიბადა ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა ვასილისკა, რომელიც დედასთან ერთად სარდაფში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“, - წერს იგი „ფეისბუკ“-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press