პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ყირიმის აღიარებასა და დონბასზე უარის თქმას.
მისივე თქმით,ისტორიაში „ერთობლივი მმართველობის“ სხვადასხვა მაგალითები არსებობს. მაგალითად, როცა ერთ ქვეყანას სხვისი სახელმწიფოს ტერიტორია თავის საკუთრებად მიაჩნია, თუმცა ამას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს.
„არსებობს, მაგალითად, ერთობლივი მმართველობის ვერსია. ისტორიაში არის სხვადასხვა მაგალითები. მაგალითად, თურქეთი და კვიპროსი. ის ჩრდილოეთ კვიპროსს თავისად თვლის, მაგრამ ამას მსოფლიოში სხვა არავინ აღიარებს. არსებობს მილიონი ვარიანტი, ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატია გაუმკლავდება, რადგან ამაში ჩართულია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ქვეყნების მთელი სისტემა, თუნდაც ის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან უკრაინისგან, მაგრამ ძალიან სერიოზული ფაქტორია რუსეთისთვის...“, - თქვა არესტოვიჩმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press