უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხაებით, ოფიციალურ კიევს, უკვე მიეცა იმის შესაძლებლობა, გაეგო, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა უკრაინას არ ეხება. ამის შესახებ მან ლონდონის გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში, ონლაინ გამოსვლისას აღნიშნა.
„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა „ღია კარის“ შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და იმედი აქვს ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა დაბალია.
„რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ლვოვის რეგიონს, სარაკეტო დარტყმა ნატოს საზღვრებიდან 20 კმ-ში. რუსულმა დრონებმა მას, უკვე დაარტყეს და დაეცა ალიანსის ტერიტორიაზე“, - შეაჯამა სახელმწიფოს მეთაურმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press