საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მხარდაჭერა შესთავაზეს მარინა ოვსიანიკოვას, რუსული ტელევიზიის რედაქტორს, რომელმაც ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ოვსიანიკოვას დაცვა შესთავაზა.
„საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ჟურნალისტის ნებისმიერ დაპატიმრებას, ისევე როგორც ნებისმიერ მანიპულირებას და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიური ნაბიჯების დაწყებას, რომელიც მიმართულია საელჩოში ან თქვენი კოლეგის თავშესაფრის დაცვაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა უკრაინულ ლტოლვილთა ცენტრში.
ემანუელ მაკრონის თქმით, ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას შეეხება.
გარდა ამისა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით, მარინა ოვსიანიკოვას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩემი პატივისცემა მარინა ოვსიანიკოვას მიმართ. მას აქვს გამბედაობა და არის მებრძოლი პროპაგანდისა და პუტინის ომის წინააღმდეგ. გმადლობთ. CL", - წერს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press