რუსეთმა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოსა და ქვეყნის 312 თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.
განცხადების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში კანადის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის მინისტრებიც მოხვდნენ.
დოკუმენტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება „იძულებულია, კანადის ამჟამინდელი რეჟიმის აღმაშფოთებელი მტრობის საპასუხოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს“.
„იძულებული ვართ ეს ნაბიჯი გადავდგათ კანადის ამჟამინდელი რეჟიმის აღმაშფოთებელი მტრობის საპასუხოდ, რომელიც გასცდა ჩვენს მოთმინებას. ყველა რუსოფობიური შეტევა, იქნება ეს თავდასხმა რუსეთის დიპლომატიურ მისიებზე, საჰაერო სივრცის დახურვასა და თუ ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე, აუცილებლად მიიღებს გადამწყვეტ და არა აუცილებლად სიმეტრიულ პასუხს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press