მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ ,,პირველი არხის" თანამშრომელი, მარია ოვსიანიკოვა საჯარო ღონისძიების ჩატარების წესების დარღვევისთვის, 30 000 რუბლით დააჯარიმა.
RIA-ს ცნობით, მარია ოვსიანიკოვასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (საჯარო ღონისძიების ორგანიზება ან ჩატარება შეტყობინების გარეშე).
როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, სამართალდამცავების ინტერესი წინა დღეს გამოქვეყნებული ვიდეოს ეხებოდა, რომელშიც ოვსიანიკოვა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებას აპროტესტებდა და ხალხს აქციებზე წასვლისკენ მოუწოდებდა.
თავად მარია ოვსიანიკოვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ბრალს არ აღიარებს.
,,მე არ ვაღიარებ დანაშაულს, ეს იყო ჩემი ანტი-ომის განცხადება", - განაცხადა მან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press