წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის აღსადგენად 500 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
შეხვედრაც უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის საკითხებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკის ზარალის ითვლის.
„წინასწარი გათვლებით, ახლა უკრაინის ზარალი 565 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. რეალურად, ეს არის ის თანხები, რომლებიც საჭირო იქნება ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად.“, - განაცხადა პრემიერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press