აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.
რეზოლუცია, რომელიც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა (ICC) და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.
„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, - განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press