უკრაინა კონფრონტაციული განცხადებებიდან უფრო რეალისტურზე გადავიდა, ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარების რეალური შეფასება დაინახა. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არის კონკრეტული ფორმულირებები, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია.
„თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთა არც ისე დიდი ხნის წინ. ეს უფრო რეალისტური შეფასებაა ბატონი ზელენსკის მხრიდან, რადგან მანამდე, მან საკმაოდ კონფრონტაციული განცხადებები გააკეთა“, - განაცხადა მან.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პოზიციები, სიტუაციის დეესკალაციაზე, „უფრო რეალისტურად ჟღერს“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press