Foto

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გაერო-ს სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო

„უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქმეში, სრული გამარჯვება მოიპოვა“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დაავალა, რომ უკრაინაში შეჭრა მან დაუყოვნებლივ შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყანა უფრო მეტად „იზოლირებული“ იქნება.

„უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქმეში, სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ დაავალა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შემოჭრა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთისთვის ბრძანება სავალდებულოა. გადაწყვეტილების იგნორირება რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში გადააყენებს“, - აღნიშნა ,,ტვიტერ"-ზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამბის შესახებ განცხადებას გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) თავადაც ავრცელებს.