Foto

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა.

„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მან დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადეს მოსამართლეებმა.

მოსამართლეების განცხადებით, რუსეთმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა ძალებმა, რომლებიც მის კონტროლს ან მოსკოვის მხარდაჭერას ექვემდებარება, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია არ გააგრძელონ.

ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკვე გააკეთა.