ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, მესიჯი ახლაც უცვლელია, ისევე როგორც იყო მრავალი წლის განმავლობაში.
„უკრაინა არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას აქვს საკუთარი უფლება აირჩიოს თავისი გზა. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაწყვეტილებებს. ამიტომ, მათზეა, უკრაინელებზეა გადასაწყვეტი. გვინდა თუ არა ნატო-ში მათი გაწევრიანება, ეს ალიანსის წევრმა, 30-მა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ არა რუსეთმა, რათა შეეცადოს და ვეტო დაადო ამ პროცესს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press