Foto

რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების კოლონა ჩაცხრილეს - დაშავებულთა შორის არიან ბავშვები

მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმავალი, მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩაცხრილეს. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. ასევე, არიან გარდაცვლილებიც.

„დღეს, დაახლოებით 15:30 საათზე, რუს ოკუპანტ-არაადამიანებმა სამოქალაქო კოლონა, რომელიც ქალაქ მარიუპოლიდან ქალაქ ზაპოროჟიეში ევაკუირებული იყო, ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან. დაშავებულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. მსხვერპლთა რაოდენობა ზუსტდება. რუსებო, დაწვით ჯოჯოხეთში, პატიება თქვენ არასოდეს იქნებით ხალხისგან და არც ღვთისგან“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.