უკრაინაში, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი მიზანმიმართულად გაანადგურეს, რომელსაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა.
უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, ზუსტდება. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება.
„დღეს, რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობის თავზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით, შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაბომბვის შემდეგ, დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შენობაში მდებარე ბომბის თავშესაფრის შესასვლელი ნამსხვრევებით ჩაიხერგა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press