Foto

მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, FT-მ ის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის მხარის მოთხოვნების მხოლოდ მონახაზია, სხვა არაფერი

„Financial Times-მა მხოლოდ ის მონახაზი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის მხარის მოთხოვნებს წარმოადგენს, მეტი არაფერი“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი გამოცემა FT-ს მიერ უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე დასტურდება არის „ცეცხლის შეწყვეტა, რუსული ჯარების გაყვანა და რიგი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები“. 

„მოკლედ, FT-მა მხოლოდ ის მონახაზი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის მხარის მოთხოვნებს წარმოადგენს. მეტი არაფერი. ჩვენ მხარეს აქვს თავისი პოზიცია. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული ჯარების გაყვანა და რიგი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები“, - აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.