Foto

აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა

16 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში გამართული ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „გულიდან ლაპარაკობდა და საუბრობდა იმის მიხედვით, რისი ხილვაც ტელევიზიით გახდა შესაძლებელი - ის ბარბაროსული ქმედებები, რაც სასტიკი დიქტატორის მიერ, უცხო ქვეყანაში შეჭრით არის გამოწვეული“.

მისივე თქმით, ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოძიება სახელმწიფო დეპარტამენტში, მიმდინარეობას აგრძელებს.