Foto

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უპატიებელი რიტორიკაა ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელმაც ვლადიმერ პუტინი „ომის დამნაშავედ“ მოიხსენა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკაა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელმაც ვლადიმერ პუტინი „ომის დამნაშავედ“ მოიხსენა.

„მიუღებლად და უპატიებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმა ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 16 მარტს, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი ვლადიმერ პუტინს „ომის დამნაშავედ“ მიიჩნევდა.