Foto

მედიის ცნობით, ოკუპანტები ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ჭურვებს აფეთქებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა აუფეთქებელი ჭურვების აფეთქება დაიწყეს. ამის შესახებ NNEGC Energoatom-ის ხელმძღვანელმა, პეტრ კოტინმა ტელეკომპანია FreeDom-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალები ჭურვებს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე აფეთქებენ, რაც თავის მხრივ, ერთობ სახიფათოა.

„სადგურის ტერიტორიაზე დაიწყეს საბრძოლო მასალის აფეთქება. თავდაპირველად სროლისას, ბევრი ჭურვი არ აფეთქდა და შენობებში გაიჭედა, მათ შორის სადგურის ადგილას ასფალტში, ესტაკადაში და მილსადენებში. რუსმა სამხედროებმა ამ ჭურვების გაწმენდა დაიწყეს, ხოლო, სადაც გაიჭედა, იქვე აფეთქებენ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბომბი, სახიფათო ბლოკის ან სადგურის აღჭურვილობის მუშაობისთვის მნიშვნელოვანი ადგილის გვერდით“, - აღნიშნა პეტრ კოტინმა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას.