საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცეკებს.
უწყების ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
"ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press