ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა, შეწყვიტონ. - ამის შესახებ რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
"მივმართავ SBU-ს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უკრაინის მოქალაქე უდანაშაულო ჩეჩნების გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა, რომელთა ბრალიც მხოლოდ მათი ეროვნებაა.
გარწმუნებთ, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც ამ ნაცისტურ ქმედებებში მონაწილეობს და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული. ეს ეხება როგორც დამნაშავეებს, ასევე მათ, ვინც იცის გატაცებულის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა ჩუმადაა. სანამ გვიანი არ არის, გაათავისუფლეთ უდანაშაულოები." - განაცხადა რამზან კადიროვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press