ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პარლამენტი გაეროს უკრაინის თავზე, საჰაერო სივრცის დახურვისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ გაეროს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის უზრუნველსაყოფად, რათა შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილი“, - ამის შესხებ სეიმი Twitter-ზე იტყობინება.
ამასთანავე, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ლიეტუვის სეიმის სპიკერს, ვიქტორია კმილიტე-ნილსენსა და სეიმის ყველა დეპუტატს, უკრაინისადმი სოლიდარობისთვის, მადლობა გადაუხადა.
„მოვუწოდებ სხვა პარლამენტებს გადამწყვეტი მოქმედებისკენ. დახურეთ ცა უკრაინის თავზე“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press