„პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, რომ საქართველოს პარლამენტიდან საზოგადოებას მიმართოს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ოპოზიციამაც გამოთქვა ეს იდეა და მე მქონდა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ზელენსკის ადმინისტრაციასთან. ისინი მზად არიან და პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] სურვილია, ნამდვილად, რომ პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას მიმართოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
ცნობისთვის, 17 მარტს, პარლამენტის სხდომაზე, პარტია „ლელო“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ინიციატივით გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press