უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრში, ქუჩაში, უიარაღო ხალხს ცეცხლი გაუხსნენს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის პოლიციის უფროსი, ვოლოდიმირ ნიძელსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეცაა.
„დღეს, მტერი კვლავ ეშმაკურად დაესხა თავს ჩერნიგოვის მშვიდობიან მოსახლეობას. მტრის არტილერიამ დაბომბა უიარაღო ხალხი მხოლოდ ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში. წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულთა შორისაა - აშშ-ის მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, რომელიც ეხმარება დაზარალებულებს და აღრიცხავს ომის დანაშაულის ყველა გარემოებას“, - წერს ჩერნიგოვის პოლიციის უფროსი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press