კიევის სვიატოშინსკის რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური „ტელეგრამის არხზე“ იტყობინება .
გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვების აფეთქების შედეგად, ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
„17:04 საათზე, ხანძარი ლოკალიზებულ იქნა, თუმცა სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ მიმდებარედ 5000 კვ.მ ფართობზე გაჩნდა ხანძარიც, რომლის ლიკვიდაციაც ამ დროისთვის, გრძელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press