ევროპის საბჭომ ბელარუსთან „ყველა სახის ურთიერთობის“ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროსაბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში, ბელარუსის აქტიური მონაწილეობა გახდა.
„მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ურთიერთობა ბელარუსიასთან რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში, ქვეყნის აქტიური მონაწილეობის გამო. მინისტრთა კომიტეტი თავის გადაწყვეტილებით აჩერებს ბელარუსის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და საქმიანობაში“, - აღნიშნულია ევროსაბჭოს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press