თბილისში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
შემთხვევა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა.
ტეკელომპანია „ფორმულას“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ინტერვიუს ჩაწერისას თავს დაესხნენ.
„ფორმულა“-ს რეპორტიორის, ნანო ჩაკვეტაძის თქმით, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
,,თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო", - ნათქვამია „ფორმულა“-ს განცხადებაში.
მედიის ცნობით, ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.
თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5...
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
Mana press