გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 17 მარტს განაცხადა, რომ გერმანია თავს ვალდებულად თვლის გააკეთოს ყველაფერი, რათა დიპლომატიას მიეცეს უკრაინაში, ომის დასრულების შანსი.
გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფლიქტი „პუტინის ომია“ და პასუხისმგებლობაც რუსეთის პრეზიდენტს „ერთპიროვნულად ეკისრება“.
ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინის დახმარება ხელს მისცემს „უკრაინელების მაქსიმალურად გაძლიერებას“ და რომ „საერთაშორისო თანამეგობრობამ იპოვა ზუსტი საშუალებები რუსეთზე მძიმე ზიანის მიყენებისთვის, რათა ამ ომს უკვე ჰქონდეს დრამატული ეფექტი მასზე“.
გერმანიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილებისთვის გრძელვადიან გეგმებს ადგენს და აღიარა, რომ უკრაინელების მიღება „დიდი გამოწვევაა“.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press