ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს. ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა „ტელემარტონის“ ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს.
„არსებობს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ არ აპირებს მის შესრულებას. მაშინ მე მაქვს კითხვა - ამის შემდეგ, რა ესაქმება რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოში? იქნებ დროა მისი ამოწერა. იმ მიზეზით, თუ მას არ სურს დაიცვას ცივილიზებულ თანამედროვე სამყაროში არსებული წესები და ნორმები“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press