უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი ფრანგული კომპანია კვლავ რჩება რუსულ ბაზარზე და აგრძელებს რუსეთის ბიუჯეტის შევსებას, იარაღის შესაძენად და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, საინფორმაციო ტელემარტონის ეთერში განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: როცა ფრანგები რუსეთში ფულს შოულობენ, გადასახადებს კრემლის ბიუჯეტში იხდიან, რუსი „რაშისტები“ კი ყიდულობენ ტყვიებს, ყიდულობენ იარაღს, ყიდულობენ ჭურვებს და შემდეგ, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ეს უბრალოდ მიუღებელია თანამედროვე სამყაროში!“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press