ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ, ემა გოგოხიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ტელეკომპანია თავად იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე, იმის მიზნით მივიდა, რათა გადაეღოთ, თუ როგორ შლიდნენ ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლები, ოფისის შენობიდან უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს.
„სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, როგორც ემა იხსენებს, ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ, რამდენიმე პირი პოლიციამ უკვე დააკავა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press