Foto

ენტონი ბლინკენი - აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის შეჩერდეს

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის შეაჩეროს და დაასრულოს უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით. - ამის შესახებ აშშ -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ახლა ვერ ვხედავ ნიშანს, რომ პუტინი მზად არის შეჩერდეს. პირიქით, თუ მის ბოლო განცხადებებს მოუსმენთ, სავარაუდოა, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს", -  აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ დიპლომატია მოლაპარაკების ორივე მხარის პასუხისმგებლობას მოითხოვს თუმცა, რუსეთს მოლაპარაკება არ სურს.

„მე არ მინახავს რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად, რომელსაც ის დიპლომატიური გზით აწარმოებს“, - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, რომ ვაშინგტონი მტკიცედ დაუჭერს მხარს კიევის დიპლომატიურ ძალისხმევას, მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან.