Foto

ლვოვში თავდასხმის სიგნალების ხმა ისმის - ოკუპანტებმა საჰაერო იერიში აეროპორტის ტერიტორიაზე მიიტანეს

უკრაინის ქალაქ ლვოვში დილით რამდენჯერმე აფეთქებების ხმა გაისმა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, რაკეტები აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება ზუსტდება.

„ სააერო იერიში განორციელდა ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ATP-1-ის შენობებში დაზიანებულია  ფანჯრები . ადგილზე ვითარება ზუსტდება და მოგვიანებით გამოქვეყნდება. ფრთხილად იყავით, მიჰყევით მითითებებს საჰაერო იერიშის დროს და არ გაავრცელოთ ფოტოები დაბომბვის ადგილიდან“, - წერს მერი.