დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ არმიას უკრაინაში ომის დროს ლოგისტიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„პრობლემებია ქვეყნებს შორის მანევრირებასთან დაკავშირებით, საჰაერო სივრცის კონტროლის ნაკლებობა და შეზღუდული მობილურობა ხელს უშლის რუსეთს ეფექტრად უზრუნველყოს თავისი ფრონტის პოზიციები აუცილებელი ნივთებით, როგორიცაა საკვები და საწვავი“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
გარდა ამისა, დაზღვერვაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევები ზღუდავს რუსეთის შემტევ პოტენციალს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი, რომელიც პერსონალის მუდმივ დანაკარგს განიცდის, დამატაბით ძალებს აერთიანებს და სამხედროებს სხვადასხვა რეგიონებში ანაწილებს.
OPU-ს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები, სირიიდან და ლიბიიდან დაქირავებული ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ ომში გადმოიყვანოს, „ჯერჯერობით წარუმატებელია“.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press