იაპონიამ განაცხადა, რომ სანქციებს კიდევ ცხრა რუსულ ორგანიზაციასა და 15 ფიზიკურ პირს დაუწესებს, მათ შორის, თავდაცვის უწყების ჩინოვნიკებსა და შეიარაღების სახელმწიფო ექსპორტიორ Rosoboronexport-ს.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. ასევე, სამხედრო ტექნიკის რამდენიმე მწარმოებელი, მათ შორის United Aircraft Corp, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში იაპონიამ სანქციები დაუწესა 76 ფიზიკურ პირს, 7 ბანკს და 12 სხვა ორგანიზაციას რუსეთში.
შეგახსენებთ, რომ იაპონიამ რუსეთს სანქციებიმას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press