რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.
როგორც გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 55, ხარკოვში - 34, დონეცკში - 26, ჩერნიგოვში - 29, მიკოლაივში - 20, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14 და ხერსონში - 14 ბავშვი დაშავდა, ან დაიღუპა.
"დაბომბვის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე დიდი ზარალია დონეცკში, სადაც 126 ასეთი დაწესებულება განადგურდა, ხარკოვში - 77, მიკოლაევში - 39, სუმიში - 32, კიევში - 41. ხერსონის რეგიონები - 21 და კიევი - 35." - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press